რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩამდე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებმა კაპიტნების ვარჯიში გამართეს. „ბორჯღალოსნებმა“ ღია ვარჯიში „შევარდენის“ სარაგბო სტადიონზე ჩაატარეს. საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული გუნდების შეხვედრაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურის გარდა, ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდება – ჩვენი გუნდი საპატიო ჯილდოს მოგებას მეთექვსმეტედ შეეცდება.
„ბორჯღალოსნების“ შეხვედრა 5 მარტს, „ავჭალის“ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში დღეს ლისაბონში პორტუგალია ესპანეთს უმასპინძლებს.