კანონპროქტზე ვენეციის კომისიის დასკვნას, უმრავლესობა დღეს ელოდება

უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროქტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნას უმრავლესობა დღეს ელოდება. მმართველი გუნდის წევრები პოზიტიურ შეფასებას ელიან და აცხადებენ, რომ პროექტზე მსჯელობა, მიმდინარე კვირაში, სწორედ რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ გაიმართება.

კანონპროექტის თანახმად, მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა ყველა კვალიფიციურ იურისტს შეეძლება, იმ შემთხვევაში კი, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, ის საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. შემდგომ ეტაპზე, უკვე შერჩეულ კანდიდატებს კი, დეპუტატები ე.წ. ამერიკული მოდელის შესაბამისად გაესაუბრებიან, რაც ინდივიდუალურ რეჟიმში მოსმენას გულისხმობს. უმრავლესობის საკანონმდებლო წინადადებას ოპოზიცია აკრიტიკებს.