კანონპროექტი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ - მსჯელობა ევროპარლამენტში

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დღეს ევროპარლამენტში იმსჯელებენ. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე განცხადებას ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი გააკეთებს. რეზოლუციის ტექსტზე კენჭისყრა კი ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი. გუშინ ამავე საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს. მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა თქვა, „ევროკავშირი კვლავაც შეშფოთებული რჩება ამ კანონის ხელახლა წარდგენის გამო, რადგან ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“.