კანონპროექტი „უცხოური დაფინანსების გამჭირვალობის შესახებ“  

გერმანია იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც „ქართული ოცნების“ რეზონანსულ ინიციატივას აკრიტიკებს.

ხმაურიან კანონპროექტზე ნეგატიური საერთაშორისო რეაქციები არ წყდება. გერმანიის ელჩი პროექტს ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ აცხადებს.

ევროკავშირის ოფიციალური პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ამჯერად საკუთარ უარყოფით პოზიციას საქართველოში ევროკავშირის ელჩი აფიქსირებს. უცხოური გავლენების შესახებ ინიციატივის მიღმა დიპლომატი სამოქალაქო სექტორის მუშაობის შეზღუდვის და სტიგმატიზების საფრთხეს ხედავს. ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პაველ ჰერჩინსკი ხელისუფლებას სხვა გზებზე მიუთითებს და პირდაპირ ამბობს, რომ პროექტი არც ევროპული და არც ამერიკულია. სწორედ ამ კონტექსტში დღეს ელჩმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასახსნელად დროულად შესასრულებელ ცხრა რეკომენდაციაზე გააკეთა აქცენტი და პოლიტიკურ სპექტრს პირდაპირ უთხრა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა და მასში შესასვლელად დრო ცოტა რჩება. სადავო კანონპროექტის გარშემო ცალსახად უარყოფითია ცალკეული ევროპარლამენტარების, ასევე ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია.

თეონა მანაგაძე გვეტყვის, რა გზავნილებს იღებს ხელისუფლება ბოლო ინიციატივის გამო უცხოელი პარტნიორებისგან.