კანონპროექტი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონის გამკაცრების საკითხს განიხილავს პარლამენტი.

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საკითხი დღეს პირველი მოსმენით გავა. სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დგინდება საქართველოდან გაძევებისა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ახალი ნორმები და ის დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე განისაზღვრება. ცვლილებები საერთო ჯამში 18 კანონს ეხება და ის სასჯელს არალეგალური მიგრანტებისთვის გაამკაცრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიიღებენ.

ცვლილებები განხილვის და შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.