კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ

იურიდიულ კომიტეტზე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის შემდეგ დაზუსტებას ითვალისწინებს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მომზადდა საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციის ჩართულობით. კომიტეტმა დღესვე განიხილა ამავე საკითხის ალტერნატიული პროექტი, რომელიც ეკა ბესელიამ მოამზადა.

ბესელიას წარმოდგენილმა კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ოხანაშვილის განცხადებით, თავად ბესელიამ გაიზიარა უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალები. დღესვე, მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დეპუტატები უკვე სესიაზე განიხილავენ.