კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ ინიციატივით წარმოდგენილ პროექტზე იმსჯელებენ, რომელიც უკრაინული ვერსიის ანალოგია. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში ოლიგარქად ჩაითვლება ადამიანი, რომელიც 80 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს, არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მედიასაშუალებებზე გავლენით სარგებლობს ან ბაზარზე მის კომპანიას დომინანტის როლი აქვს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის აზრით, უკრაინული კანონის ქართული ანალოგი ევროკომისიის მეხუთე პუნქტის მოთხოვნას ვერ პასუხობს. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ოპოზიციის პროტესტი მათ რიგებში მყოფი კონკრეტული პირების დაცვით აიხსნება.