კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რეესტრთან დაკავშირებულ წესებს კი, საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს. კანონპროექტი ოლიგარქად აღიარებული პირისთვის შეზღუდვებს დააწესებს. მათ შორის შეიზღუდება: პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად შემოწირულებების გაღება, პარტიების დაფინანსება ან პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ამოქმედებიდან, ძალას 10 წლის შემდეგ დაკარგავს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ მომზადებული ცვლილებები უკრაინულ მოდელს ეფუძნება.