კანონპროექტი ცხოველების დაცვაზე

შინაური ცხოველები სასტიკი მოპყრობისაგან კანონმდებლობის დონეზე იქნებიან დაცული. პირველი არხის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები რამდენიმე კვირაში ინიცირდება.

ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელია შინაურ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა და ძალადობისკენ მოწოდება.

პროექტით კონკრეტდება, რა ითვლება შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად.