კანონი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

კანონად ქცეული ანტიპროპაგანდა – მოლდოვა კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელმაც რუსული მედიასაშუალებების წინააღმდეგ კანონი აამოქმედა. და ეს იმ ფონზე, რომ მოლდოვის პრეზიდენტი პუტინის მეგობარია, მთავრობა კი – ევროკავშირის.

კანონპროექტის კანონმდებლობად ქცევას იგორ დოდონი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმ არგუმენტით, რომ მსგავსი ნაბიჯით მოსახლეობის 15% საინფორმაციო ვაკუუმში მოექცეოდა. მოლდოვის პირველი პირი დღესაც ამ პოზიციაზე რჩება.

ახალი კანონის მიღებას მწვავე რეაქციებით ხვდებიან რუსეთშიც, სადაც გადაწყვეტილებას დისკრიმინაციად აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი მოლდოვა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კრემლის პროპაგანდის სამიზნეს წარმოადგენენ.