კანონი „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ

21:36, 19.07.2018

ისრაელის პარლამენტში „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ მიღებულ კანონს აზრთა სხვაობა მოჰყვა. კანონის თანახმად, ისრაელის ტერიტორია მათ ისტორიულ მიწად განიხილება, ხოლო დედაქალაქად იერუსალიმი ცხადდება. კანონის დამტკიცებას წინ უსწრებდა არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მთავრობის მისამართით. კანონს  „ებრაული სახელმწიფოს“ შესახებ მხარი 62-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55 კი წინააღმდეგი იყო. მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ისრაელის მთავრობამ აღნიშნული კანონის დამტკიცებით რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები უგულებელყო.

მსგავსი