კანდიდატის სტატუსი - პოლიტიკური პოზიციები

უკვე მეორე წერილობითი მიმართვა ბრიუსელს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ოპტიმისტური პროგნოზების ფონზე ევროკომისიამ არასამთავრობო სექტორის შემდეგ უკვე ოპოზიციის ქალი დეპუტატები მიმართავენ. გზავნილი იგივეა: დღეს გამოქვეყნებული ერთობლივი წერილის ავტორები რეფორმების მხრივ ჩატარებულ სამუშაოებს არასაკმარისად მიიჩნევენ, თუმცა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას საჭიროდ თვლიან. აქცენტი კეთდება მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერაზე და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. ხელისუფლებისთვის დეპუტატების მიმართვა დაგვიანებულია. მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში ოპონენტების გააქტიურებას ბრიუსელში სტატუსის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მომწიფებას უკავშირებს, მითუმეტეს გერმანიიდან გუშინდელი მხარდამჭერი გზავნილების ფონზე. „ქართული ოცნების“ ბრალდებების და თავად რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აღიარების ფონზე ახლა ოპოზიციას იმის მტკიცება უწევს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს თვეების წინ საქართველოსთვის სტატუსის გადავადებას არ ურჩევდა. თუმცა ოპოზიციაში ამ თემაზე ერთიანი პოზიციის არ არსებობა დღევანდელმა ბრიფინგმაც დაადასტურა.