კანდიდატის სტატუსი - პოდოლიაკისა და კუბილიუსის განცხადებები

მაშინ, როდესაც ჯოზეფ ბორელი პოლიტიკურ მხარეებს ურჩევს ქვეყნისთვის ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს ერთი შანსიც არ აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს.

მიხაილო პოდოლიაკი ამის მიზეზად საქართველოს მთავრობის ქმედებებს ასახელებს.

მწვავე იყო საკუთარ განცხადებაში ანდრიუს კუბილიუსიც, რომელიც ღიად მიანიშნებს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შეცვლას მიესალმება. კრიტიკულ განცხადებების ავტორებს თანამოაზრეები გამოუჩნდნენ თბილისშიც, თუმცა ხელისუფლების გარდა, საქართველოს და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებულ რადიკალურ განცხადებებს ოპოზიციის ნაწილიც ემიჯნება.