კანდიდატების წარდგენა

ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის საკრებულოს ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ხატია დეკანოიძიემ კორონავირუსით გარდაცვლილთა დიდ რაოდენობას გაუსვა ხაზი და პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. წარდგენას ოპოზიციის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.