კანდელაკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

18:25, 28.02.2019

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში სრულად უნდა მოწესრიგდეს სანიაღვრე სისტემა. წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უზრუნველყოფს.

მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ მთლიანად უნდა შეიცვალოს ასფალტის საფარიც. პროექტის დასრულება სამ თვეში იგეგმება.

მსგავსი