შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ მიიღეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის ფარგლებში განახორციელა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები, რომელთაც შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.
კამპანია, რომელიც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. საინფორმაციო კამპანია პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა.