კამპანია ცესკო-ს წინააღმდეგ - პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე მიზანმიმართული შეტევა და მისი დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობს. ამაში კი მათივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილიც არის ჩართული, რის ერთ-ერთ დასტურადაც უმრავლესობაში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს ასახელებენ. ოპოზიციისთვის კი ის ცვლილებები, რომლის მიღებასაც პარლამენტი გეგმავს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხში ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.

შეგახსენებთ, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, ცესკო-ს თავმჯდომარეს არ ეყოლება მოადგილე ოპოზიციური კვოტით.