კამპანია „არა ნარკოტიკს“ 

კამპანია „არა ნარკოტიკის“ ფარგლებში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ მინი ფეხბურთში ტურნირი ჩაატარა. მასში საქართველოს მასშტაბით 10 ათასამდე მონაწილე იყო ჩართული. ფინალში ერთმანეთს 10 რეგიონისა და დედაქალაქის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ, პირველი ადგილი კი თბილისურმა გუნდმა დაიკავა. ფინალური მატჩი ზურაბ გელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.