„კალოობა- 2019“ რუისპირში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში ,,კალოობა- 2019” გაიმართა.

ბიოდინამიურმა მეურნეობამ, კალოზე კევრით პურის ლეწვის ტრადიცია შარშან აღადგინა. ,,კალოობაზე” მისულ ქართველ და უცხოელ სტუმარს, საშუალება ჰქონდა მეურნეობაში მოყვანილი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან დამზადებული საკვები და ასევე ნატურალური ღვინო დაეგემოვნებინა.