კალიების შემოსევა ქვემო ქართლში

ქვემო ქართლში კალიების ერთ-ერთი ყველაზე მავნე სახეობის, იტალიური კალიის შემოსევაა.

ადგილობრივები ხელისუფლებას მავნებლის გასანადგურებლად საჭირო შესაწამლი საშუალებების გადაცემას და კომპენსაციებს სთხოვენ. ზარალი მასშტაბურია. ოთხი რაიონის სოფლებში მწერმა მოსახლეობას მიწის ნაკვეთები და მოსავალი გაუნადგურა. მასობრივი გამრავლების პერიოდში, იტალიური კალია ჯოგურად გადაადგილდება და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს აზიანებს.