კახი კავსაძისადმი მიძღვნილი გამოფენა
კახი კავსაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გამოფენით აღნიშნავს.
მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა. ექსპოზიციაზე მისული ვიზიტორი კახი კავსაძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებსა და საოჯახო არქივში დაცულ სურათებს ნახავს. კახი კავსაძის სამსახიობო კარიერა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1959 წელს დაიწყო. მას შესრულებული აქვს 100-მდე კინო და 30-ზე მეტი თეატრალური როლი.