კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან.

დაზარალებული სოფლების ყურძენს, წნორისა და ჭანდარის ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რთველის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ, წინასწარი მონაცემებით, 30, ზოგ შემთხვევაში კი 40 პროცენტით 50 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა.

მოვარდნილმა ნიაღვარმა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა საგზაო ინფრასტრუქტურას. ადგილზე მობილიზებული ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს.

სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარეს და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა ლაგოდეხში, ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ველისციხეში, მუკუზანსა და ვაზისუბანში.

ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია სწავლობს.

დატოვე კომენტარი