კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

რთველის წინ მძიმე სურათი კახეთის სამ რაიონში. თელავის, ყვარლისა და გურჯაანის სოფლებში სტიქიამ ყურძნის მოსავალი გაანადგურა. დაისეტყვა 5 000 ჰექტრამდე ტერიტორია. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. დაზარალდა ათეულობით ოჯახი, რომლებსაც ყურძენი ან საერთოდ გაუნადგურდათ, ან მნიშვნელოვნად დაუზიანდათ. ადგილზე ზარალის დამთვლელი კომისია და რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს. ხელისუფლება დაზიანებული ყურძნის შესყიდვის პირობას დებს. სამი ქარხანა მოსავლის ჩასაბარებლად მზად არის. თუმცა მთავარი პრობლემა ახლა ის ოჯახებია, რომლებსაც ვენახები დაზღვეული არ ჰქონდათ.