კახეთში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

კახეთში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. უხვი ნალექის გამო სხვადასხვა რაიონში ადიდებულმა მდინარეებმა, სახნავ-სათეს მიწებთან ერთად, ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვნად დააზიანა.

სალიკვიდაციო სამუშაობი საგანგებო შტაბში იგეგმება, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. ჯერ ისევ რთულია ვითარება თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, სადაც მდინარე სტორის ადიდების შედეგად გზის ნაწილი დაინგრა, მოგლეჯილია ხეები. ამ დროისთვის ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს.