კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

უხვი ნალექით გამოწვეულ სტიქიის შედეგებს ებრძვიან კახეთში. გადაუღებელი წვიმა მდინარეების ადიდების მიზეზი გახდა. ალაზანმა ლაგოდეხსა და გურჯაანში დატბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულები და სახლები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი განცხადებით, სტიქიამ სრულად გაანადგურა საბანკო კრედიტით გაშენებული ერთწლიანი თუ მრავალწლიანი სავარგულები. კონკრეტული თხოვნა კრედიტების გადავადებაა.