კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

დატბორილი სავარგულები, საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლები. კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ასობით ჰექტარი სახნავ-სათესი ტერიტორია დატბორა.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ კრედიტებით გაშენებული ვენახები და ბაღები წყალმა წაიღო, შესაბამისად, წელს ისინი საბანკო კრედიტების გადახდას ვერ შეძლებენ. კრიტიკა ისმის დაგვიანებული აგროდაზღვევის საკითხზე. ამ დრომდე აკრძალულია გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.

წყლის დონის გამო ადგილზე სპეცტექნიკა ვერ მუშაობს.