კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, კახეთიდან 100-მდე შეტყობინება შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თითოეულ მათგანზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მყისიერ რეაგირებას ახდენენ. ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი მდინარე – კაბალი, არეში და აფენი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე სოფლების სახლების ეზოები, სარდაფები, პირველი სართულები და მიწის ნაკვეთები დატბორა.

მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებდნენ. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის კახეთში ვითარება სტაბილურია.