კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

12:11, 08.10.2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც გუშინ ღამით უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, კვლავ პოლიცია აკონტროლებს და ყვითელი ლენტით არის გადაკეტილი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.  საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილზე არსებული ვენახი, რადენიმე მეტრზე მთლიანად დამწვარი და განადგურებულია. მოსახლეობა იხსენებს, რომ მათ გაიგეს ძლიერი აფეთქების ხმა და შეამჩნიეს კვამლი, რის გამოც 112-ში დარეკეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

მსგავსი