კახეთის სატყეო სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გადაეცა

15:52, 06.10.2019

კახეთის სატყეო სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა. ცეცხლმქრობი საშუალებები, მეხანძრის ქურთუკები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო ინვენტარი რეგიონს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებმა გადასცეს.

ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, არამედ უზრუნველყოფს ეფექტურ რეაგირებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილებას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი