კახა კუკავას ბრიფინგი
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მთავრობამ იძულებითი აუქციონები და იძულებითი გამოსახლებები განაახლა. კუკავა ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანების მიხედვით, ბინა, შესაძლოა, ღირებულების ხუთ პროცენტად გაიყიდოს, რის შემდეგაც იძულებითი გამოსახლების პროცესი იწყება.