კახა კალაძის წინასაარჩევნო პრეზენტაცია - გარემოს დაცვა

მთაწმინდის ფერდისა და მიმდებარე ტყის გადარჩენის პროექტი, ახალი მწვანე სივრცეების მოწყობა და ტყის მართვის ორგანოს ჩამოყალიბება — თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა გარემოს დაცვითი გეგმის პრეზენტაცია გამართა. რა პროექტები განხორციელდება თბილისში მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მთავარი პრიორიტეტი თბილისის მაქსიმალური გამწვანება და მეტი რეკრეაციული სივრცის შექმნაა. გეგმაში 350 ათასამდე სხვადასხვა სახეობის ნერგის დარგვა, ზოოპარკის ახალ ლოკაციაზე დაჩქარებული წესით გადატანა, ძველ ადგილზე კი რეკრეაციული სივრცის მოწყობაა.

კიდევ რა პროექტების განხორციელებას გეგმავს თბილისის მერია – მაკა არჩევნიშვილი დეტალებით.