კახა კალაძის განცხადება

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ თოჯინების მუზეუმი აღარ აშენდება. ის სხვა ტერიტორიაზე განთავსდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტი „განახლებული მზიური“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მუზეუმის მშენებლობა კანონს ეწინააღმდეგებოდა.

„მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლიდან განახორციელებს, რომლის შედეგადაც, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება.