კახა კალაძემ ზედა ფონიჭალაში მცხოვრებ ოჯახებს, სიმბოლურ თანხად, საცხოვრებელი ფართები დაუკანონა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ზედა ფონიჭალაში მაცხოვრებელ 36 ოჯახს სიმბოლურ თანხად – 1 ლარად საცხოვრებელი ფართები დაუკანონა.
კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ იმ მოქალაქეების პრობლემების მოგვარება დაიწყო, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ.
კახა კალაძის მერობის პერიოდში, 8 ობიექტზე მცხოვრებ 105 ოჯახს გადაეცა 6061,36 კვ.მ-ის ფართი.