კახა კალაძემ ქუთათელის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქუთათელის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 170 000 ლარს შეადგენს.
თბილისის მერის განცხადებით, პროექტის დასრულებას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.