კახა კალაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენი პატარების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა 

15:28, 27.12.2017

თბილისის მერი კახა კალაძე ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერთან და მასში მონაწილე კომპანია შ.პ.ს ელფთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს და აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. კახა კალაძის თქმით, გამოძიება არ ყოფილა ხელისშემშლელი, რომ კომპანიას ტენდერში მიეღო  მონაწილეობა, თუმცა მისი წარმოდგენილი ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით იყო მაღალი.

მსგავსი