კახა კალაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც კახა კალაძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ბიზნესმენებს ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჰქონდა დაგეგმილი.

შეხვედრაზე ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რაც დედაქალაქის ინფრასტრუქტურას ეხება. მისივე თქმით, ბიზნესი მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს თბილისის განვითარებაში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.