კახა ცაბაძის საიუბილეო კონცერტი

კომპოზიტორ კახა ცაბაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართა ქუთაისში. ორგანყოფილებიანი საღამოს პირველი ნაწილი, კახა ცაბაძის სიმფონიურ, კამერულ და კამერულ-ვოკალურ შემოქმედებას, მეორე განყოფილება კი – კომპოზიტორის საესტრადო სიმღერებს დაეთმო.

სხვადასხვა თაობის ქუთაისელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ცნობილმა მუსიკოს-შემსრულებლებმა, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატებმა, მათ შორის თამარ ლიჩელმა, გიორგი ქობულაშვილმა და ბესიკ გაბიტაშვილმა.