კადეტთა სამხედრო სკოლა

21:55, 21.09.2026

სასწავლებელი, რომელიც სამხედრო განათლებაზე იქნება ორიენტირებული.

აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სკოლა გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაწესებულება ახალ შენობებს და 19 ჰექტარზე განთავსებულ ინფრასტრუქტურას აერთიანებს – მათ შორის სასწავლო და საცხოვრებელ კომპლექსებს, ლაბორატორიებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ სივრცეებს. კადეტთა ახალ სკოლაში ახალგაზრდები სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებულ ყველა საგანს შეისწავლიან. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სამხედრო სკოლაში სწავლას სრულად თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს.

მსგავსი