კადეტთა ლიცეუმი

კადეტთა ლიცეუმში ახალი ტექნოლოგია ინერგება. მოსწავლეები ფიზიკას რობო-ტექნიკის გამოყენებით შეისწავლიან.

2010 წელს დაარსებულ სასწავლებელში ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლეები შესარჩევი კონკურსით ხვდებიან. რამდენიმე საგნის წარმატებით ჩაბარების გარდა ლიცეუმში მოსახვედრად შესაბამისი ფიზიკური მონაცემებიც არის საჭირო. სამწლიანი სწავლის შემდეგ კი კურსდამთავრებულებს სურვილის შემთხვევაში უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში შეუძლიათ სწავლის გაგრძელება. ლიცეუმის რამდენიმე მოსწავლე დღეს სამხედრო განათლებას მსოფლიოს საუკეთესო აკადემიებში იღებს.

ლიკა ალელიშვილმა ქუთაისში მდებარე კადეტთა ლიცეუმში ერთი დღე გაატარა.