ქუთაისში არსებული გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება. დღეს ლიცეუმის წარმომადგენლები თბილისის 72-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოზარდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კადეტებმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამხედრო ლიცეუმში სწავლისა და ცხოვრების პირობები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები 5 ივნისს, ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით დასრულდება.