ჯვართამაღლება – წირვა სამებაში
მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, შიო მესამე აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. პანაშვიდს დაესწრებიან აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც.