ჯუმბერ დუნდუას 85 წლის იუბილე

12:33, 17.07.2026

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და ღირსების ორდენის კავალერის, ჯუმბერ დუნდუას დაბადებიდან 85 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიება, რომელიც ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, ასევე მიეძღვნა მის მიერ დაარსებული ანსამბლის „გურიას“ 30 წლის იუბილეს. საიუბილეო საღამო ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენლებმა გახსნეს, რომლებმაც ჯუმბერ დუნდუას ღვაწლსა და ანსამბლის განვლილ გზაზე ისაუბრეს. კონცერტის ფარგლებში, სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლის ახალმა თაობამ 20-მდე ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულა.

მსგავსი