ჯუჯა პლანეტა #კოსმოსი

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ დადგენილი განსაზღვრებით, ჯუჯა პლანეტა არის სხეული, რომელიც მზის გარშემო მოძრაობს, არის პლანეტა მერკურიზე პატარა, მაგრამ მაინც საკმარისი მასა აქვს, რათა საკუთარი გრავიტაციის წყალობით, მიახლოებით მრგვალი ფორმა ჰქონდეს.

მზის სისტემის სხეულების ეს კატეგორია საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 2006 წელს შემოიღო. სწორედ მაშინ გადაიყვანეს პლუტონი, უფრო შორეული ობიექტი ერისი და ასტეროიდი ცერერა ამ კატეგორიაში.

დიდი პლანეტებისგან განსხვავებით, ამ სხეულებს საკმარისი მასა არ აქვთ, რათა გრავიტაციული ურთიერთქმედებით მოასუფთაონ ახლომდებარე გარემო უფრო პატარა ობიექტებისგან. სწორედ ამის გამო ვერ გახდნენ ისინი უფრო დიდი ზომის სხეულები.

მზის სისტემის ყველა ჯუჯა პლანეტა ნეპტუნის ორბიტის გადაღმაა. ერთადერთი გამონაკლისია ცერერა, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის, ასტეროიდთა სარტყელში მოძრაობს.

ამ დროისათვის საერთაშოროსო ასტრონომიული კავშირი მზის სისტემაში ოფიციალურად აღიარებს ექვს ჯუჯა პლანეტას.