ჯოზეფ ბორელის განცხადება

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამ მომენტისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ახლა მთავარია, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება. მისივე შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირმა პირველად გამოიყენა თავისი სახსრები იარაღის შესაძენად და საომარ ვითარებაში მყოფი მესამე ქვეყნისთვის გადასაცემად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში კრემლის მხრიდან ე.წ. რეფერენდუმების გამართვაზეც და აღნიშნა, რომ არავინ აღიარებს ამ აღნიშნულ შედეგებს. მისი თქმით, უკრაინის რეგიონების ანექსიის მცდელობა თითქმის შეუძლებელს ხდის ომის დასრულებას.