ჯოზეფ ბორელის განცხადება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აშშ-ს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას სთავაზობს. მისი თქმით, ნიდერლანდების სასამართლომ, ნიდერლანდების მთავრობას ისრაელისთვის F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტის დაბლოკვა დაავალა იმის გამო, რომ ისრაელი ამ თვითმფრინავებით ღაზის სექტორში საერთაშორისო სამართალს არღვევს. ბორელის თქმით, ქვეყნები საკუთარ ნათქვამთან წინააღმდეგობაში მოდიან, რადგან აცხადებენ, რომ ისრაელი ძალიან ბევრ მშვიდობიან მოსახლეობას კლავს ღაზაში, მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად კონკრეტულად არაფერს აკეთებენ.