ჯოზეფ ბორელის განცხადება

„რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და არის იმპერია“ – ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა. ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ საუბრისას ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში უკან დახევას არ აპირებს. მისივე თქმით, უკრაინის ომში ფსონი ევროკავშირის არსებობაზე დევს. ბორელი მიიჩნევს, რომ რუსეთი არ დაკმაყოფილდება უკრაინის ნაწილის დაპყრობით და არ დაუშვებს, რომ უკრაინის მეორე ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანდეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, მოემზადონ ხანგრძლივი ომისთვის.