ჯოზეფ ბორელის განცხადება

„ლაჩინის დერეფანი უნდა გაიხსნას“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საკუთარ „ტვიტერზე” წერს. ბორელის თქმით, ის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა და ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. „ლაჩინის დერეფანი ხელახლა უნდა გაიხსნას. სხვა გზები, როგორიცაა აღდამი, შეიძლება გაიხსნას როგორც სიტუაციის გადაწყვეტის ნაწილი, მაგრამ არა როგორც ალტერნატივა.“- წერს ბორელი.