ჯოზეფ ბორელის გამოხმაურება

მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე, – ასე ეხმაურება ჟოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას. განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც წერია: მოვუწოდე ცხრა ნაბიჯის შესრულების დაჩქარებისკენ, მათ შორის არჩევნების, საგარეო პოლიტიკის შესაბამისობისა და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.