ჯორჯიის შტატში სკოლის ავტოსადგომზე გასროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსხვერპლი მოჰყვა სროლას ჯორჯიის შტატში ერთ-ერთი სკოლის ავტოსადგომზე. დაღუპულია ერთი მოქალაქე, ერთი კი დაიჭრა. სროლის ხმა ჯონსბოროს სკოლის სადგომზე გაისმა.

ჟურნალისტების ცნობით, ინციდენტს პანიკა მოჰყვა, რა დროსაც ორსული ქალი დაშავდა. სროლა გამოსაშვები საღამოს შემდეგ დაიწყო. ამას წინ უძღოდა ცერემონიის მონაწილეთა შორის ჩხუბი. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. მედია წერს, რომ გარდაცვლილიც და დაჭრილიც ქალები არიან.