„ჯორჯიან ეარვეისი“ „ევრო-2024“-ზე პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

„ჯორჯიან ეარვეისი“  გერმანიაში, „ევრო-2024“-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, რეისები თბილისიდან შესრულდება, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება. ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება პირველი აპრილიდან ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.